„კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი-კავკასიური სახლი” ახალ პროექტს იწყებს
„კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი-კავკასიური სახლი” ახალ პროექტს იწყებს
12:01 12.06.2012
„კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი-კავკასიური სახლი” ახალ პროექტს - „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის" იწყებს.
პროექტის ფარგლებში, მისი მონაწილე ქართველი და რუსი ახალგაზრდები ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას და მათ შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას შეეცდებიან.
პროექტის ფარგლებში სულ 4 შეხვედრა იგეგმება, რომელშიც 64 რუსი და ქართველი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. პირველ თემატურ შეხვედრაში მონაწილეობას ანალიტიკოსები მიიღებენ.
”კავკასიურმა სახლმა” მონაწილეთა შერჩევის კონკურსი დიალოგით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის უკვე გამოაცხადა .
პროექტი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, „კონფლიქტის მოგვარების ფონდის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ბეჭდვა