ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი დღეს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შენობაში სტუდენტებს დააჯილდოვებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ფონდიდან აცნობეს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა კონკურსი ჩაატარა, რომელსაც საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების თემებზე სტუდენტების მიერ შექმნილი საუკეთესო საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი უნდა გამოევლინა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, ასევე დასავლეთ ევროპის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების ქართველმა სტუდენტებმა.
