თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
09:22 12.06.2012
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" "თელასიდან" აცნობეს.
ქვესადგურში "ორხევი" სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შუქი გაეთიშება ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, გუმათჰესის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ენერგომომარაგება დღესვე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გლდანის I და VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებსაც შეეზღუდება.
სარემონტო სამუშაოების გამო 10:00-დან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დოესის, კობარეთის და ზურაბიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10-დან 16 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს - მაჩაბლის, ასათიანის და ტაბიძის ქუჩებს. ამავე პერიოდში შუქი არ ექნება ნაძალადევის რაიონში ბეჟანიშვილის, ხევსურეთის და ჯანელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ბეჭდვა