თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
18:31 11.06.2012
თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს.
ქვესადგურიში „ორხევი“ სარემონტო სამუშაოების 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შუქი გაეთიშება. ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, გუმათჰესის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ენერგომომარაგება ხვალვე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გლდანის I და VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებსაც შეეზღუდება.
ხოლო, 13 ივნისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშება კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, ენუქიძის, ქიზიყის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ბეჭდვა