ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ხვალ აშშ-ს ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი ეწვევა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტერტიდან აცნობეს.
ბრიჯიტ ბრინკი ილიას უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებთან შეხვედრაზე 2011 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში 24 მაისს გამოაქვეყნა. სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ–ის კონგრესს აღნიშნულ ანგარიშს ყოველწლიურად უგზავნის.
ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში მნიშვნელოვანი ნაწილია აშშ-ის ძალისხმევისა, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა პატივისცემას მთელ მსოფლიოში. ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში საერთაშორისოდ აღიარებულ ინდივიდუალურ, სამოქალაქო, პოლიტიკურ, აგრეთვე მშრომელთა იმ უფლებებს ეხება, რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაშია ჩადებული.
