ნუცუბიძის ქუჩაზე საყრდენი კედელი შენდება
ნუცუბიძის ქუჩაზე საყრდენი კედელი შენდება
16:31 09.09.2016
საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის ქუჩის N14ბ-ს მიმდებარედ, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კონსტრუქციის აშენების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მანამდე არსებულმა 4 მეტრის სიმაღლის აგურის კედელმა დეფორმაცია განიცადა. ნგრევის თავიდან აცილების მიზნით, გამგეობის დაკვეთით პროექტი მომზადდა, რომლის ფარგლებშიც ამორტიზებული კედელი დაიშალა და სანაცვლოდ, ახალი, რკინა-ბეტონის დამჭერი კედლის მშენებლობა დაიგეგმა.

სამუშაოს კომპანია „რაპიდ ინჟინიერინგ & ქონსტრაქშენი“ ახორციელებს.


ბეჭდვა