კახეთში ავტოავარიას 10 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
კახეთში ავტოავარიას 10 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
09:44 11.06.2012
კახეთში, სოფელ შილდაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 10 წლის გოგონა დაიღუპა.
გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა მოზარდს მაშინ დაეჯახა, როდესაც იგი დედასთან ერთად გზის  მეორე მხარეს გადადიოდა. გოგონა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. იგი პოლიციას ჩაბარდა.


ბეჭდვა