სამტრედიიდან ქუთაისში „ქართული ოცნების“ 2000-მდე მხარდამჭერი ჩავიდა
სამტრედიიდან ქუთაისში „ქართული ოცნების“ 2000-მდე მხარდამჭერი ჩავიდა
16:11 10.06.2012
სამტრედიიდან ქუთაისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა დაახლოებით 2 000 -კაციანი კოლონა ჩავიდა. კოლონას  თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და „ქართული ოცნების“ წევრის კახა კალაძის თქმით, სამტრედიიდან მხარდამჭერთა განსაკუთრებით დიდ რაოდენობას ელოდებიან.
,, სასიხარულოა, რომ ქართველი ხალხი გამოფხიზლდა და ერთსულოვნად იბრძვის იმ დიდი გამარჯვებისთვის, რასაც მთელი საქართველო ელოდება. დარწმუნებული ვარ, მთელი ქართველი ხალხი იმ ოცნებას აისრულებს რასაც ქართული ჰქვია“-განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბეჭდვა