მაია მიმინოშვილმა დღეს აბიტურიენტების შეკითხვებს უპასუხა
მაია მიმინოშვილმა დღეს აბიტურიენტების შეკითხვებს უპასუხა
15:15 23.02.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
მაია მიმინოშვილმა დღეს საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" გამართულ შეხვედრაზე აბიტურიენტების, მაგისტრებისა და მასწავლებლების საგამოცდო რეგისტრაციის პროცედურის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. დაისვა შეკითხვები გამოცდების შინაარსობრივ და პროცედურულ ნაწილზეც.
შეხვედრას საგამოცდო ცენტრის თანამშრომლებთან ერთად აბიტურიენტები, მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 6 თებერვალს დაიწყო. რეგისტრაცია 23 მარტს დასრულდება.

ბეჭდვა