ჟურნალ „ქაროზის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
ჟურნალ „ქაროზის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
09:48 10.06.2012
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში დღეს, სრულიად საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ჟურნალ „ქაროზის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური ცენტრიდან აცნობეს, ღონისძიებას მწერლები, ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.
ღონისძიება ჟურნალის რედაქტორის ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით იმართება.

ბეჭდვა