ახალგაზრდა მეცნიერებისთვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა
ახალგაზრდა მეცნიერებისთვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა
12:18 09.06.2012
ახალგაზრდა მეცნიერებისთვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის დეტალებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანი მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, მათი პროფესიული წინსვლისა და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობაა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ერთწლიანი კვლევები ათი სამეცნიერო მიმართულებით. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს სამეცნიერო მივლინებას შესაბამისი დარგის საზღვარგარეთის წამყვან კვლევით ცენტრებში. თითოეულ გამარჯვებულ პროექტს განათლების სამინისტრო 12-დან 15 ათას ლარამდე დააფინანსებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 30 წლამდე მაგისტრს ან დოქტორანტს და 35 წლამდე დოქტორს. გრანტის მაძიებელმა საკონკურსო განაცხადი მიმდინარე წლის 12 ივლისამდე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე www. rustaveli.org.ge უნდა წარადგინოს. თითოეულ საკონკურსო პროექტს ორი დამოუკიდებელი ექსპერტი წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით შეაფასებს.

ბეჭდვა