ილიას უნივერსიტეტის მაგისტრანტების გამოსაშვები საღამო დღეს გაიმართება
ილიას უნივერსიტეტის მაგისტრანტების გამოსაშვები საღამო დღეს გაიმართება
10:10 09.06.2012
ბოტანიკურ ბაღში დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012 წლის მაგისტრანტების გამოსაშვები საღამო გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, კურსდამთავრებულებს და პროფესორებს სიტყვით უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე მიმართავს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი მაგისტრანტებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით - ქუდების ჰაერში ასროლით დასრულდება.
მაგისტრანტებისა და სტუმრებისთვის საღამოზე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი მეგი გოგიტიძე იმღერებს.
სწავლის დასრულების საზეიმო ცერემონია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებისთვის ყოველ წელს იმართება.

ბეჭდვა