"განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012" გაიხსნა
"განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012" გაიხსნა
14:15 23.02.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიისა და საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" ორგანიზებით "განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012" დღეს  განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 23-26 თებერვალს საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში საქართველოს 81 საგანმანათლებლო დაწესებულება, 13 უცხოური უნივერსიტეტი, კოლეჯი და უმაღლესი სკოლა თავიანთ პროგრამებს წარმოადგენს და მათ ფართო საზოგადოებას გააცნობს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის დღეებში ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება როგორც კერძო ასევე, სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებათა საგანმანათლებლო პროგრამებზე სრული ინფორმაცია მიიღოს. გამოფენაში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებიც მონაწილეობენ რომელთა მიზანს საგანმანათლებლო სექტორის განვითარება და ხელშეწყობა წარმოადგენს.
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციებისა და "ღია კარის დღეების" ჩატარება.

ბეჭდვა