თბილისიდან 40-იოდე კილომეტრში, ზღვის დონიდან 879 მეტრ სიმაღლეზე პრემიუმ კლასის
სასტუმრო Griff Inn Bazaleti გაიხსნა. ბაზალეთში მდებარე დასასვენებელი კომპლექსი საცურაო აუზით, ღია და დახული ბარებით, ტერასა ტბის ხედით, კონდიციონერებითა და გათბობის სისტემით აღჭურვილი სასტუმროს ნომრები დამსვენებლებს უკვე ელის.როგორც კომპანიაში განმარტავენ, მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლების ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესი მუდმივად ხორციელდება.
ცნობისთვის: ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებებისათვის, ასევე რევმატული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისათვისაც, ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის. სწორედ ბაზალეთის ტბის უნიკალური სამკურნალო წყლის დამსახურებაა ის, რომ ამ ადგილს ტურისტული პოტენციალი და დამსვენებელი არასდროს არ აკლდა.