რუსეთში მოკლული მამუკა კახიშვილის ცხედარს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ
რუსეთში მოკლული მამუკა კახიშვილის ცხედარს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ
09:51 08.06.2012
რუსეთში მოკლული ქართველი ახალგაზრდის, მამუკა კახიშვილის ცხედარს საქართველოში, სავარაუდოდ, დღეს გადმოასვენებენ.

ოჯახის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდას მშობლიურ ხაშურში დაკრძალავებნ.

კახიშვილი რუსმა სამართალდამცავებმა 2011 წელს მოკლეს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მას ეთნიკურ ნიადაგზე გაუსწორდნენ.


ბეჭდვა