ჩერქეზული კულტურის ცენტრსა და ჯეიმსთაუნის ფონდს შორის მემორანდუმი დღეის ნაცვლად ხვალ გაფორმდება
ჩერქეზული კულტურის ცენტრსა და ჯეიმსთაუნის ფონდს შორის მემორანდუმი დღეის ნაცვლად ხვალ გაფორმდება
13:14 23.02.2012
ჩერქეზული კულტურის ცენტრსა და ჯეიმსთაუნის ფონდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ხვალ გაფორმდება.
როგორც "ნიუსპრესს" დიასპორის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი თბილისში დღეს უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა დაგეგმილი ფრენის გადადებამ ღონისძიების თარიღის შეცვლა გამოიწვია.
მოწვეულ სტუმრებს შორის კავკასოლოგები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან. მემორანდუმის ფარგლებში ჩერქეზული კულტურის ცენტრი და ჯეიმსთაუნის ფონდი სამეცნიერო კვლევებისა და ერთობლივი კონფერენციების ჩატარებას გეგმავენ.

ბეჭდვა