უმაღლეს სასაწავლებლებში ჩაბარება განსხვავებული სისტემით მოხდება
უმაღლეს სასაწავლებლებში ჩაბარება განსხვავებული სისტემით მოხდება
18:54 07.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, წლიდან აბიტურიენტთა მიერ უმაღლეს  სასწავლებელებში ჩაბარება ეროვნული გამოცდებით აღარ მოხდება.
როგორც დღეს მიხეილ სააკაშვილმა მასწავლებლის სახლში პადაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა, ეროვნული გამოცდები მომავალ წელს აღარ ჩატარდება.
მისივე თქმით, ამჟამად, აბიტურიენტს თავდაპირველად სკოლაში 8 საგანში გამოცდის ჩაბარება უწევს, ხოლო შემდეგ ეროვნული გამოცდის გავლა 4 საგანში, რაც სრულიად ზედმეტია.
„წელს უკვე ვეღარ ვასწრებთ მთელი იმ გაუგებრობების გამო, რაც სამინისტროში შეექმნათ, მაგრამ მომავლი წლიდან გამოცდები იქნება მხოლოდ სკოლაში. ვისაც სწავლა უკვე დამთავრებული აქვს, იმასაც შეეძლებათ შემდეგი წლების განმავლობაში ჩაბარება“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან სკოლებში ჩატარდება 8 გამოცდა და პლიუს ტესტი უნარ ჩვევებში. აბიტურიენტები აღნიშნული გამოცდების შედეგებით მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში.
მისივე თქმით, როგორც წესი, აბიტურიენტი სკოლის გამოცდებისთვის ცალკე ემზადება და შემდეგ რეპეტიტორს ეროვნული გამოცდებისთვის ქირაობს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რეპეტიტორის დაქირავების საშუალება მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს, რაც კიდევ ერთი პრობლემას წარმოადგენს.
„გამოდის რომ ისევ დავყავით ხალხი პრივილეგეირებულად და არაპრივილეგირებულად, რასაც მე ვერასოდეს შევეგუბი. ჩვენ დავკარგეთ დრო. ბოლო 1 წელი განათლების სამინისტროში კამათში რომ არ დაეკარგათ და დროულად მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, წელს უკვე ეროვნული გამოცდები აღარ ჩატარდებოდა“- განაცხადა სააკაშვილმა. მისვე განმარტებით, ასევე არ შეიძლება გამოცდაზე აბიტურიენტს მოეთხოვებოდეს ისეთი რამ, რაც სკოლაში არ ისწავლება.

ბეჭდვა