ცხაკაიას სახელობის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, სავარაუდოდ, ქუთასის პარლამენტში მომხდარი
ნგრევის შედეგად დაშავებულებს რამდენიმე წუთში მიიყვანენ.
როგორც „ნიუსპრესის“ ქუთაისის ბიუროს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მედიას ცენტრში არ უშვებენ, თუმცა, მიმდინარე სამზადისიდან გამომდინარე იქ სავარუდოდ, დაშავებულებს მიიყვანენ.
ადგილზე რამდენიმე წუთის წინ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გუბაზ სანიკიძემ და გოგი თოფაძე მივიდნენ. ჯერჯერობით არ გამოჩენილან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნლები.
ქუთაისის მშენებარე პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის ფლიგელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
