ქუთაისის მშენებარე პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის ფლიგელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა პედაგოგებთან შეხვედრაზე.
პარლამენტის ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ სასწრაფო დახმარების 3 მანქანა გამოვიდა. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხარეო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
კონკრეტულად რომელი ფლიგელი ჩამოინგრა და რამ გამოიწვია ეს შემთხვევა, ან კიდევ რამდენი ადამიანია დაშავებული ჯერ დაუზუსტებელია.
