ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის პარლამენტის შენობაში სამუშაოების დროს მონაკვეთი ჩამოინგრა
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის პარლამენტის შენობაში სამუშაოების დროს მონაკვეთი ჩამოინგრა
17:25 07.06.2012
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის პარლამენტის შენობაში მიმდინარე სამუშაოების დროს  ერთ-ერთი მონაკვეთი ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
„ნიუსპრესის“ კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, რომ პარლამენტის პერიმეტრზე დაცვა იმყოფება და მედიას შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევა. ისინი ინციდენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.
ინფორმაციას არ ადასტურებს, არც პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა გიგაური.

ბეჭდვა