ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტები იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში გაიცემა. ამის შესახებ
განცხადება რუსთავის იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დღეს რუსთავის იუსტიციის სახლში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სრული ზოგადი განათლების ატესტატს მიიღებს ის მოსწავლე, რომელიც 12 კლასს დაამთავრებს, ხოლო საბაზო ზოგადი განათლების ატესტატს - 9 კლასდამთავრებული მოსწავლე.
რაც შეეხება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერთიფიკატს, მას ის მოსწავლეები მიიღებენ, რომლებმაც 12 კლასი დაამთავრეს, მაგრამ ვერ ჩააბარეს ან მონაწილეობა არ მიიღეს საატესტატო გამოცდებში.
როგორც კოკა სეფერთელაძემ განაცხადა, იუსტიციის სახლები და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ატესტატებისა და სერთიფიკატების გაცემას მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე უზრუნველყოფენ.
