ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები პრობაციის თბილისის ბიუროს ესტუმრნენ და პირობით
მსჯავრდებულებთან მუშაობის სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
როგორც „ნიუსპრესს“ სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილე გიორგი მაკასარაშვილმა სტუდენტებს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე რეფორმები, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების მექანიზმები და სხვა საკითხები გააცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებმა თბილისის ბიუროში არსებული ვიდეოპაემნის ოთახი დაათვალიერეს, საიდანაც მსჯავრდებულებს მათი ახლობლები უკავშირდებიან.
პრობაციის ეროვნული სააგენტო საზოგადოების ინფორმირების მიზნით მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გამართავს.
