ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისა და ფარმაციის საერთაშორისო კონფერენცია 11-12 ივლისს, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება. აღნიშნული კონფერენციის ორგანიზატორია
საერთაშორისო ორგანიზაცია Euroconvention Conferences.
კონფერენციაზე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და მისი განვითარების პერსპექტივები და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები განიხილება.
მასში მონაწილეეობას ქართული და უცხოური სამედიცინო, ფარმაცევტული კომპანიები, საფინანსო ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
