თბილისში, წინანდლის ქუჩა #9-ში მდებარე შენობის დემონტაჟს მუშის ნოდარ ტაბატაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დემონტაჟის დროს შენობის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ტაბატაძე გარდაიცვალა, ხოლო იქვე მყოფი 36 წლის ელდარ სახელაშვილი დაშავდა. იგი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება.
შეტყობინება აღნიშნულის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში გუშინ ღამით 00:12 წუთზე შევიდა.
