„თავისუფალი აზრის სახლში“ დღეს ანალიტიკური პროექტის „რეალური რისკები რეალურ საქართველოში“ VII ნაწილის - „ენერგეტიკული რისკები
საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართება.
ძირითადი მოხსენებით გამოვლენ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ანზორ დუნდუა, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი ნუგზარ უფლისაშვილი და საქართველოს ენერგეტიკულ რესურსების ეფექტურობის გამოყენების ასოციაციის თავჯდომარე გიორგი ტურაბერიძე.
პრეზენტაციაზე ყურადღება დასახლებული ობიექტების გეოგრაფიული, კლიმატური, სოციალური, სტრუქტურული და სხვა ზოგადი სახის ინფორმაციაზე, ასევე მოსახლეობისა და სამრეწველო სტრუქტურების ენერგეტიკული უზრუნველყოფის საკითხებზე გამახვილდება.
განიხილება ისეთი საკითხებიც, როგორიცაა - ენერგეტიკული რესურსების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ენერგიის აუცილებელი მოცულებები, ადგილობრივი განახლებადი რესურსების პრიორიტეტები, ეკონომიკური ეფექტურობა, სოციალური და ეკოლოგიური ასპექტები, ორგანიზაციული საკითხები და ცენტრალიზებული ელექტრომომარაგება.
პრეზენტაციაზე მიწვეულნი არიან ცნობილი მეცნიერები, ექსპერტები და ანალიტიკოსები.
როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალი აზრის სახლიდან აცნობეს“, ნაშრომი მოიცავს საქართველოში ავტონომიური ენერგომომარაგების შესაძლებლობების და პოზიტიური მხარეების ანალიზს. სოფლების და დასახლებული პუნქტების მოსახლეობის სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნილების და შესაბამისი ენერგოუზრუნველყოფის არსებული მდგომარეობის შესწავლას და გამოუყენებელი ენერგეტიკული პოტენციალის გამოვლენას.
