ყაზახეთში უამინდობის გამო ჩარჩენილმა ქართველმა მძღოლებმა გზის გაგრძელება შეძლეს
ყაზახეთში უამინდობის გამო ჩარჩენილმა ქართველმა მძღოლებმა გზის გაგრძელება შეძლეს
11:37 23.02.2012
ყაზახეთის მანგისტაუსკის მხარეში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი ტრაილერების სამმა ქართველმა მძღოლმა შეფერხების ადგილი უკვე დატოვა და  ამჟამად ისინი ქალაქ აკტაუსკენ მიემგზავრებიან - ამის შესახებ "ნიუსპრესს" ყაზახეთში საქართველოს კონსულმა ანდრო კაჭკაჭიშვილმა განუცხადა.
კონსულის თქმით, გოჩა ქოიავას ტრაილერი, რომლის მისაბმელიც თოვლში იყო ჩაფლული, სპეცტექნიკით ამოიყვანეს.
ანდრო კაჭკაჭიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სამივე ქართველი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ყაზახეთში, მანგისტაუსკის მხარეში ქართველი მძღოლები გოჩა ქოიავა, გიორგი ცაგურიშვილი და ჯემალ ქეთელაური უამინდობის გამო ჩარჩნენ. ისინი გზის გაგრძელებას რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

ბეჭდვა