საავტომობილო მოძრაობა ყველა მიმართულებით თავისუფალია
საავტომობილო მოძრაობა ყველა მიმართულებით თავისუფალია
11:05 23.02.2012
ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფალია.
როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გახსნილია ყველა უღელტეხილი და ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რიკოთისა და ჯვრის უღელტეხილებზე მცირე ნალექი დაფიქსირდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს.

ბეჭდვა