იმერეთის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აალების შედეგად დაშავებული მარინა გაბაშვილი თბილისის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის 42 წლის თანამშრომელმა სხეულის დამწვრობა მიიღო.
მათი ინფორმაციით, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში გაზის აალება მოხდა, რის შემდეგაც მას სხეულის თითქმის 70 პროცენტი აქვს დაწვარი.
ადგილზე სამი სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. მაღაზიაში სხვა სახის ზარალი არ ყოფილა.
მარინა გაბაშვილი რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
