საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში დღეს
პოეტ მანანა დანგაძის წიგნის - „სევდის ანარეკლი“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, წიგნის რედაქტორი ტარიელ ხარხელაურია.
წიგნის შემდგენელ-რედაქტორი ვერიკო ზამთარაძე, ხოლო მხატვარი გეგა ქუთათელაძეა. კრებულში პოეტის ლექსები და წერილებია შესული.
საღამოს პოეტი ერეკლე საღლიანი წარუძღვება.
ღონისძიებას მწერლები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.
