თბილისის რამდენიმე ქუჩას ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 16 საათამდე დიდუბის დასახლების, ზედაზენის, კონიაკის, ჯავის, ბენდელიანის, ცოტნე დადიანის, სააკაძის, ცისარტყელას და თორნიკე ერისთავის ქუჩებს გაეთიშება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ენერგომომარაგება ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონს, ლილოს დასახლებას, მაისურაძის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის და ქიზიყის ქუჩებს, მუხიანის I მიკრორაიონის ნაწილს, წერეთლის გამზირის ნაწილს შეეზღუდება.
10-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე, შეეხება აღმაშენებლის გამზირის, კუმისის, შურდულის, გედევანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, ჩეჩელაშვილის და ლარეხის ქუჩებს, დაბა წყნეთს - კერძოდ, გალაკტიონ ტაბიძის, ფიროსმანის, დავით აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩებს.
ელექტროენერგია 10-დან 17 საათამდე აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, ჩაისუბნის, ბუხაიძის, კუმისის, ურიცკის, უზნაძის ნაწილს, დგებუაძის და მიმდებარე ქუჩებს, ყიფიანის, მესხის, კოტეტიშვილის, ინგოროყვას, არსენას, ვეძინის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ამავე პერიოდში შუქი ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის ნაწილს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ქუთათელაძის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ქვესადგურში „მუხიანი“ სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგია 10-დან 18:00 საათამდე თემქის III მიკრორაიონის II, III და V კვარტლების, თემქის XI მიკრორაიონის III კვარტალს გაეთიშება.
