„მეცხრე არხის“ სიგნალის მიღება თბილისში ჩვეულებრივი ანტენებით შეიძლება
„მეცხრე არხის“ სიგნალის მიღება თბილისში ჩვეულებრივი ანტენებით შეიძლება
15:40 05.06.2012
ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მაუწყებლობის მიღება დედაქალაქის მოსახლეობას უკვე ჩვეულებრივი სატელევიზიო ანტენებით შეუძლია.
როგორც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ „ფეისბუქის“ გვერდზეა ნათქვამი, „მეცხრე არხის“ სიგნალის მიღება სიხშირული სპექტრის გამოყენებითაა შესაძლებელი.
სოციალური ქსელის გვერდის ინფორმაციით, სხვა ტელეკომპანიებთან ერთად, კომპანია „სტერეო პლიუსმა“ კონტრაქტის საფუძველზე „მეცხრე არხის“ სიგნალის გავრცელება დაიწყო.

ბეჭდვა