ჭიაბერაშვილმა „ავერსის“ კლინიკაში „კიდურების შემანარჩუნებელი“ ცენტრი გახსნა
ჭიაბერაშვილმა „ავერსის“ კლინიკაში „კიდურების შემანარჩუნებელი“ ცენტრი გახსნა
14:58 05.06.2012
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ავერსის" კლინიკაში „კიდურების შემანარჩუნებელი" ცენტრი გახსნა. მინისტრი დეტალურად გაეცნო კლინიკის საქმიანობას და მედპერსონალს შეხვდა.
ცენტრის მიზანია, კიდურების ამპუტაციის თავიდან აცილება, პრობლემის დროული გამოვლენისა და მკურნალობის გზით.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე მიღწევების მიუხედავად, კიდურების ამპუტაცია დღემდე სამედიცინო სფეროს მთავარი გამოწვევაა.
მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი ინოვაციური პროექტი, რომელიც საქართველოში სამედიცინო სფეროს განვითარებას ემსახურება მისასალმებელია.
ღონისძიების ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი კიდურების შემანარჩუნებელი უნიკალური ოპერაციების ამსახველი ფილმის ჩვენებასაც დაესწრო.


ბეჭდვა