"კავკასიის ფონდის" ორგანიზებით დღეს სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
"კავკასიის ფონდის" ორგანიზებით დღეს სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
10:18 23.02.2012
"ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში, "კავკასიის ფონდის" ორგანიზებით დღეს სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით - "XX საუკუნის კავკასიის ისტორიის ტრაგიკული ფურცლები" ჩატარდება,  რომელიც კავკასიის ხალხთა ისტორიაში ტრაგიკულ მოვლენებს მიეძღვნება.
დიასპორის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია, საქართველოს პარლამენტის წევრი ნუგზარ წიკლაური, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან მოწვეული სტუმრები მიიღებენ.

ბეჭდვა