გოგა ხაჩიძე მსოფლიო ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდება
გოგა ხაჩიძე მსოფლიო ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდება
09:04 05.06.2012
გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე დღეს მსოფლიო ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ შედგება, სადაც სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
მემორანდუმს, ასევე, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის და სახეობათა კვლევის ცენტრის „ნაკრესის“ ხელმძღვანელები მოაწერენ ხელს.
ხელშეკრულების საფუძველზე პროექტი განხორციელდება, რომელიც ლაგოდეხის, ვაშლოვანის, მტირალას და კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნებაზე დაფუძნებული ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნას და ფუნქციონირებას, საკონსერვაციო ტერიტორიისა და სამიზნე ჯგუფებისთვის ტურისტულ პროდუქტებზე მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებას და განხორციელებას გულისხმობს.
პროექტის ბიუჯეტი 500 ათასამდე ევროს შეადგენს, რომელიც გერმანიის გარემოს დაცვის ბუნების კონსერვაციის და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროების მიერ ფინანსდება.

ბეჭდვა