თბილისის ზოგიერთი უბანი დღეს წყალს შეზღუდვით მიიღებს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, წყლის შეწყვეტის მიზეზი 900 მმ-იან II მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
კომპანიის ინფორმაციით, ამ მიზნით, დღეს 11:00 საათიდან 6 ივნისის 02:00 საათამდე წყალმომარაგება სოფელ ზურგოვანს, ზაჰესის, დიდი დიღმის, ქოშიგორის, „სასოფლოს“ და ამერიკის საელჩოს დასახლებებს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს და თბილისის საქალაქო სასამართლოს შეუწყდება.
წყალმომარაგება ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვაშლიჯვარში - „ფარმაკოქიმიას“, დიღმის ველზე განთავსებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს, დიღმის მასივის I კვარტლის 16-სართულიან კორპუსებს, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოთუასა და ზემო ვეძისის ქუჩებს შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ვეძისის დასახლების, კანდელაკის, ბუდაპეშტისა და მათი მიმდებარე ქუჩების, ვაჟა-ფშაველას გამზირის - თამარაშვილის ქუჩამდე და ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილის მოსახლეობა წყალს დაბალი წნევით მიიღებს.
