თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 16 საათამდე დიდუბის დასახლების, ბეჟანიშვილის, ილურიძის, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, ცოტნე დადიანის ნაწილს, ღოღობერიძის, მოლითის, ერისთავის, დაისის, თმოგვის, ქსოვრელის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ენერგომომარაგება ამავე პერიოდში ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, ლვოვის, კანდელაკის, ონიაშვილის, ბუდაპეშტის, ნუცუბიძის ნაწილს, გაბაშვილის ნაწილს, ანა პოლიტკოვსკაიას და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ქვესადგურში „გლდანი-220“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10-დან 17.00 საათამდე გლდანის მასივის VIII მიკრორაიონს, რუსთაველის გამზირის ნაწილს, ლაღიძის, გრიბოედოვის, ბესიკის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
11-დან 18.00 საათამდე კი, თბილისის მიმდებარე ოთხ სოფელს - კიკეთს, ბეთანიას, დიდებას და კოჯორს გაეთიშება.
