დავით ბაქრაძე - გია თორთლაძის ლაშქრობა ევერესტზე პოლიტიკური მნიშვნელობის იყო
დავით ბაქრაძე - გია თორთლაძის ლაშქრობა ევერესტზე პოლიტიკური მნიშვნელობის იყო
19:20 04.06.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, პარლამენტარისა და მთამსვლელის გია თორთლაძის ევერესტზე ასვლას პოლიტიკური მნიშვნელობის ლაშქრობას უწოდებს.

„ეს არა მხოლოდ სპორტული დატვირთვის, არამედ, პოლიტიკური მნიშვნელობისა და სიგნალის მატარებელი ვიზიტი იყო. ის ყველგან ავრცელებდა ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ საქართველოს დეოკუპაცია უნდა მოხდეს“ - განაცხადა ბაქრაძემ.

19 მაისს თორთლაძე მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ავიდა, სადაც საქართველოს დროშასთან ერთად, „საქართველო ოკუპაციის გარეშე“ წარწერიანი დროშა აიტანა.

ბეჭდვა