არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები თბილისის სხვადასხვა უბანსა და ქალაქებში
მოსახლეობისთვის საინფორმაციო აქციებს გამართავენ.
როგორც "ნიუსპრესს" კამპანია "ეს შენ გეხება" მონაწილეებმა აცნობეს, აქციაზე მოქალაქეებს ახალი საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს გააცნობენ და საინფორმაციო ბროშურებს დაარიგებენ. საინფორმაციო აქცია ხვალ 13:00 საათზე თბილისის 7 უბანსა და საქართველოს 8 ქალაქში ერთობლივად დაიწყება. თბილისში აქციები მეტროსადგურებთან - "თავისუფლების მოედანი", "რუსთაველი", "ვარკეთილი", "ახმეტელის თეატრი", "სადგურის მოედანი", ასევე ბუკიას ბაღში და სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან გაიმართება, რეგიონებში კი ანალოგიურ ფორმატში აქციები ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, გორში, თელავში, გურჯაანში და ბოლნისში ჩატარდება.
აქციაზე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას გააგრძელებენ.
