„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ რეინჯერებისთვის იარაღის ტარება აუცილებელია
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ რეინჯერებისთვის იარაღის ტარება აუცილებელია
16:04 04.06.2012
ტყის მცველები და რეინჯერები სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან. ამის შესახებ „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა.

მისი თქმით, ტყეების დაცვა რეინჯერებს ბრაკონიერებისგან შიშველი ხელებით, უიარაღოდ უწევთ.

როგორც მჟავანძემ აღნიშნა, კანონით სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება ისინი იარაღით აღჭურვოს, თუმცა, იარაღს მხოლოდ ბუნებრივი რესურსების და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელები ატარებენ.

„ხელისუფლებას იმდენად აშინებს იარაღიანი ხალხი, რომ მხოლოდ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს უზრუნველყოფს იარაღის მიწოდებით. ამის მაგალითად დაცვის კერძო სამასახურების შინაგან საქმეთა სამინტროს საკუთრების დაცვის პოლიციის ქოლგის ქვეშ გაერთიანებაც გამოდგება“- აღნიშნა მჟავანაძემ.

მისივე განმარტებით, გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ სატყეო სექტორზე კონტროლი ენერგეტიკის სამინისტროზე გადავიდა. გარემოს დაცვის სამინისტროს კი, მხოლოდ დაცული ტერიტორიები დარჩა.

როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, ამის შემდეგ ორივე უწყებაში მომუშავე ტყის მცველები სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
მისივე თქმით, გარდა ამისა, რეინჯერებს მიზერული ხელფასით უწევთ დაკმაყოფილება.

„მაშინ, როცა რეინჯერის ხელფასი თვეში 430 ლარია, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის ხელფასი -7 986 ლარს, ხოლო გარემოს დაცვის მინისტრის, გოგა ხაჩიძის ხელფასი - 5 979 ლარს შეადგენს“- განაცხადა მჟავანაძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების გეგმებში არ შედის იმ განუკითხაობის დასრულება, რომელიც ტყეებში უკანონო ხის ჭრასთანაა დაკავშირებული.


ბეჭდვა