საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით - „ბავშვები – ბავშვებს“ დღეს გაიმართება
საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით - „ბავშვები – ბავშვებს“ დღეს გაიმართება
15:22 04.06.2012
ბავშთა დაცვის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ფონდი „ხელოვანები თანადგომისთვის“ და ბავშვთა სტუდია „ანა-ბანა“ დღეს, საქველმოქმედო კონცერტს სახელწოდებით - „ბავშვები – ბავშვებს“ გამართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, კონცერტი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართება და მასში, როგორც სტუდია „ანა-ბანას“ მოსწავლეები, ასევე, საქველმოქმედო ფონდის აღსაზრდელები მიიღებენ მონაწილეობას.

კონცერტის პარალელურად, რუსთაველის თეატრის ფოიეში წეროვანის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები - ნაქარგები, ხეზე კვეთა გამოიფინება.

ფონდი „ხელოვანები თანადგომისთვის“ 2009 წელს დაარსდა. მისი ეგიდით 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად საქართველოს მასშტაბით, კომპაქტურად ჩასახლებულ პუნქტებში ხელოვნების სკოლები გაიხსნა, სადაც დევნილი ბავშვები ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას ეუფლებიან.


ბეჭდვა