თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალი არ მიეწოდება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კერძო სექტორში გამრიცხველიანების
გამო, წყალი ისანი-სამგორის რაიონში სამრეწველოს ქუჩას, გლდანი-ნაძალადევის რაიონში კეცხოველის, თავისუფლების ქუჩებსა და მუხიანის სამხედრო დასახლებას შეუწყდა.
აღნიშნულ აბონენტებს წყალმომრაგება 20:00 საათიდან აღუდგება.
დიღმის მასივის I და II კვარტლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს 19:00 საათამდე წყალი დიღმის მასივის I, II, IV კვარტლებს და III და V კვარტლების ნაწილსაც არ მიეწოდება.
