თსუ-ში საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართება
თსუ-ში საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართება
13:22 04.06.2012
„ევროპის დღეების“ დახურვასთან დაკავშირებით, დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რობერ შუმანის ევროპულ სასწავლებელთან ერთად,  ერთობლივი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, 2012 წელი ევროკავშირმა „აქტიური დაბერების წლად” გამოაცხადა.
აქცია მზრუნველობამოკლებული მოხუცების მხარდასაჭერად მოეწყობა, რომელსაც საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
თსუ-ს ინფორმაციით, შემოწირულობისა და ნახატების გაყიდვის შედეგად შემოსული თანხით მზრუნველობამოკლებული მოხუცებისთვის ქალაქგარეთ ექსკურსია მოეწყობა.
აქციაზე თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ეკოლოგიის მიმართულების ქართულ-ფრანგული ჯგუფი Ecologica წარმოადგენს.

ბეჭდვა