“Summer Job”-ში მონაწილეობის მსურველთა ხელახალი რეგისტრაცია დაიწყო
“Summer Job”-ში მონაწილეობის მსურველთა ხელახალი რეგისტრაცია დაიწყო
11:04 04.06.2012
პროექტ “Summer Job”-ში მონაწილეობის მსურველი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის დღეიდან ხელახალი რეგისტრაცია დაიწყო.
„Summerjob“-ის ვებ-გვერდის ინფორმაციით, რეგისტრაცია დილის 9 საათიდან მიმდინარეობს. ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მოძიება ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. სტუდენტებისთვის ვაკანტური 1500-ზე მეტი ადგილია.
პროგრამა Summer Job-ში სტუდენტთა რეგისტრაცია 20 მარტიდან დაიწყო და ინტერნეტით, ერთმანეთზე დასწრების პრინციპით განხორციელდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დარეგისტრირებულ სტუდენტთა ნაწილის გეგმები შეიცვალა, ისინი პროექტს გამოეთიშნენ. ამ სტუდენტთა რაოდენობა 7%-ზე ნაკლებია.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი ”Summer Job” საქართველოში წელს პირველად ხორციელდება. პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში, 25 ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.

ბეჭდვა