„ეს შენ გეხება“ მედიაგარემოს გაჯანსაღებისკენ მიმართულ აქციას გამართავს
„ეს შენ გეხება“ მედიაგარემოს გაჯანსაღებისკენ მიმართულ აქციას გამართავს
10:29 04.06.2012
კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანოზაციები დღეს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნისა“ და „რუსთაველის“ წინ საინფორმაციო  აქციას გამართავენ.

კამპანიის მონაწილეები მოქალაქეებს დეტალურად აუხსნიან, კონკრეტულად რას ითვალისწინებს კამპანიის მეორე ეტაპი, რომელიც საარჩევნო და მედიაგარემოს გაჯანსაღებისკენ არის მიმართული.

აქციის მიმდინარეობისას საინფორმაციო ბუკლეტებიც დარიგდება.

ბეჭდვა