საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში დღეს, ტრადიციული
ქართული მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილის სემინარი ჩატარდება.
იგი ლექციას 4 თემაზე - „ქართული ტრადიციული საღვინე ჭურჭელი“, „თიხის ტრადიციული ქართული საღვინე ჭურჭელი“, „სპილენძის ქართული ტრადიციული საღვინე ჭურჭელი და მარნის იარაღები“, „მევენახეობა-მეღვინეობის სალექსიკონო მასალები“ წაიკითხავს.
სემინარზე წარმოდგენილი იქნება თიხისა და სპილენძის ძველი ქართული ღვინის ჭურჭელი.
ლექციის დასრულების შემდეგ, ქართული ტრადიციული ქვევრის კახური ღვინის - საფერავისა და რქაწითელის დეგუსტაცია გაიმართება.
