თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, 10-დან 13 საათამდე
ელექტროენერგიის მიწოდება დროებით გურამიშვილის გამზირის ნაწილს, ბუაჩიძის, გუდამაყრის და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 10-დან 16:00 საათამდე ყაზბეგის გამზირის, საირმის, ბურძგლას, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
შეზღუდვა ამავე პერიოდში გლდანის მასივის VII და VIII მიკრორაიონების და მიმდებარე ქუჩებსაც შეეხება.
ელექტროენერგია 10-დან 17 საათამდე თამარ მეფის გამზირის ნაწილს, ნინო ჩხეიძის, სულიაშვილის, თოიძის, გამცემლიძის, მარჯანიშვილის, უზნაძის და მიმდებარე ქუჩებს, ლეონიძის, სულხან-საბას, ინგოროყვას და მიმდებარე ქუჩებს, ასევე, მუხიანის მებაღეობას არ მიეწოდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელექტროენერგია ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს, შავი ზღვის, ბოჭორმის, წულაძის, თეთრიწყაროს, ციხისძირის, ბოგდან ხმელნიცკის და მიმდებარე ქუჩებს, აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, აგარის, სამურზაყანოს, აფხაზეთის, სალხინოს, 9 ძმის, ელ. ახვლედიანის, ტეტელაშვილის, მარჯანიშვილის, უზნაძის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ქვესადგურში „ნუცუბიძე“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 10-დან 18 საათამდე ნუცუბიძის პლატოს III, IV და V მიკრორაიონების მაცხოვრებლებს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას და ბავშთა სოფელს, „საქსოფლმშენის” დასახლების, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე, გვაზაურის, დადიანის ნაწილს, ზესტაფონის, გომარეთის, ბახმაროს, ლეჩხუმის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ქვესადგურში „ვარკეთილი“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგია 11-დან 17 საათამდე ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის და ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის მაცხოვრებლებს არ მიეწოდება.
ამავე პერიოდში, შუქი გამსახურდიას გამზირის ნაწილს, ბროლოსანის, გამსახურდიას I და II კვარტლების, საბურთალოს, დიდი დიღმის II მიკრორაიონს და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
14-დან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით ცისარტყელას, ლაითურის, ორბეთის, წერონისის, ზედამზის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
