მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი ლექციას წაიკითხავს
მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი ლექციას წაიკითხავს
16:36 03.06.2012
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ხვალ, ტრადიციული ქართული  მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილის სემინარი ჩატარდება.

იგი ლექციას 4 თემაზე - „ქართული ტრადიციული საღვინე ჭურჭელი“, „თიხის ტრადიციული ქართული საღვინე ჭურჭელი“, „სპილენძის ქართული ტრადიციული საღვინე ჭურჭელი და მარნის იარაღები“, „მევენახეობა-მეღვინეობის სალექსიკონო მასალები“ წაიკითხავს.

სემინარზე წარმოდგენილი იქნება თიხისა და სპილენძის ძველი ქართული ღვინის ჭურჭელი.

ლექციის დასრულების შემდეგ, ქართული ტრადიციული ქვევრის კახური ღვინის - საფერავისა და რქაწითელის დეგუსტაცია გაიმართება.

ბეჭდვა