დღეს გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული იხსნება
დღეს გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული იხსნება
10:52 03.06.2012
გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დღეს მძლეოსნური გარბენით იხსნება.

გარბენში მონაწილობის მისაღებად 300-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

გამარჯვებულები კატეგორიების მიხედვით გამოვლინდებიან და სპეციალური პრიზებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან.

ღონისძიება გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულისა და საქართველოს მთავრობის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში იმართება.

როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდას, ფეხით სიარულის და ტრანსპორტის სარგებლობის შემცირების პოპულარიზაციას, ამ მხრივ ჰაერის დაბინძურების შემცირებას.

ღონისძიებას გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე დაესწრება.

მძლეოსნური გარბენი ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე გაიმართება.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ წელს 5 ივნისს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მასშტაბურად სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. თბილისში გარემოს დაცვის მსოფლიო დღის კვირეულის აღნიშვნა გარემოს დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გაიმართება. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშნვა მიზნად ისახავს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას.

ბეჭდვა