შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება
10:01 03.06.2012
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციების „ქალი, ბავშვი და სოციუმი“, დედათა გაერთიანება, „ინანასა“ და „art tv“-ს ორგანიზებით იმართება.
საღამოში მონაწილეობას პოეტები ერეკლე საღლიანი, მიმოზა ცანავა, მამა პეტრე კვარაცხელია, მაია იესაშვილი, მებაღე - მიხეილ ტყებუჩავა, ასევე, ახალგაზრდა პოეტები გიორგი მოსიაშვილი, გიორგი დარბაიძე, და სხვები მიიღებენ მონაწილეობას.
საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობს ასევე, ფოლკლორული ანსამბლი „ინანა“, „ლაზარე“ და „იავნანა“.
ღონისძიებაზე მარინა კოლხიდაშვილი საკუთრ ნაქარგებს წარადგენს.

ბეჭდვა