ჭუბერი-ხაიშის გზაზე ავარიის დროს დაკარგული სამი მგზავრის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. აღნიშნულის შესახებ „ნიუსპრესს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამაშველო სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით სამაშველო ოპერაციებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამაშველო სამსახური, ასევე ბათუმის სპეცსასახური და შესაბამისი ტექნიკა.
შეგახსენებთ,რომ ჭუბერი-ხაიშის საავტომობილო გზიდან მდინარე ნენსკრაში მანქანა 29 მაისს გადავარდა. მასში 5 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ორი მგზავრის პოვნა შეძლეს.
